საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

თავდასხმა ცნობილ რუს ჟურნალისტზე

სამართალდამცველებმა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტ იულია ლატინინაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლვა დაიწყეს. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„2016 წლის 20 აგვისტოს სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედიასივრცის წარმომადგენლის წინააღმდეგ უფლების შემლახველი ქმედება განხორციელდა. შესაბამისი განცხადება უკვე დარეგისტრირებულია“, - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას მოსკოვის დოროგომილოვოს რაიონში აწარმოებს. 

ლატინინა აცხადებს, რომ უცნობი პირი მას რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ სიახლოვეს დაესხა მას და ფეკალიები შეასხა. ჟურნალისტის განმარტებით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მას დიდი ხნის განმავლობში უთვალთვალებდა. 

რეპორტიორმა იმ პირის დასახელებაზე უარი განაცხადა, ვინც მისი მოსაზრებით ამ ინციდენტის უკან დგას, თუმცა განმარტა, რომ შემთხვევა სავარაუდოდ „ნოვაია გაზეტაში“ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ მასალას ეხება.