საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია

გაწევრიანდი!

მთავარი

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 15621

18 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება „რუსთავი2“-ის საქმეზე

18 არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“(40%).


„როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

მწვანე ალტერნატივა

კავშირი საფარი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს გაეროს ასოციაცია

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

ხმა საქართველოდან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 15599

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის მეპატრონედ ქიბარ ხალვაში აღიარა

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანის 60%-იანი წილის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში, 40% წილის მესაკუთრედ კი შპს „პანორამა“ გამოცხადდა.


\"\"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა:

„– ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება –

– ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.

– უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

– საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 15909

ჰაკერული თავდასხმა „გურია ნიუსზე“

21 თებერვალს, გამთენიისას, ჰაკერებმა გატეხეს „გურია ნიუსის“ ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები. მედიასახლ „გურიანიუსის“ ცნობით, ჰაკერშტევა მედიასაშუალების წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა.


„გურია ნიუსის“ გამომცემელის, ია მამალაძის განცხადებით, ისინი  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ განახლებული ვებგვერდი მკითხველ აუდიტორიას, მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს. 

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ მიმართავს ყველა სამართალდამცავ, სახელმწიფო სტრუქტურას, პირველ რიგში კიბერუსაფრთხოების სამსახურს, ვისაც ევალება ამგვარი დანაშაულის პრევენცია, გამოძიება, ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში უზრუნველყონ უსაფრთხოების, სამუშაო გარემოს, საკუთრების დაცვის, მედიის განვითარების ფუნდამენტური უფლებები და გამიძიონ მომხდარი დანაშაული.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 16214

ერაყში ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვისას მოკლეს

\"\"BBC-ის ცნობით, ქურთი ქალი რეპორტიორი შიფა გარდი პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გზის პირას აფეთქებულმა ბომბმა იმსხვერპლა მოსულში. იგი ერაყში, ქურთულ ტელეარხ Rudaw-ზე მუშაობდა. BBC წერს, რომ აფეთქებისას იგი მოსულის დასავლეთით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიისაკენ ერაყის სამხედრო ძალების გადაადგილებას აშუქებდა.


ერაყის სამხედრო ძალებმა მოსულის დასავლეთ უბნები პარასკევს, 24 თებერვალს პირველად დაიკავეს.

ტელეარხ Rudaw-ს განცხადებით, 30 წლის შიფა გარდიმ, ომის ჟურნალისტიკაში კაცების დომინანტობაზე სტერეოტიპები დაარღვია.

 

  • ავტორი: Besik Maminaishvili
  • კატეგორია: Main
  • გადასვლები: 15217

„რუსთავი 2“- მა მაუწყებლობა განაახლა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. არხი მის მიერ ორგანიზებულ აქციას აშუქებს, რომელიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს.


„ამ წუთიდან „რუსთავი 2“ მაუწყებლის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და იმედს ვიტოვებთ, რომ ისეთი რეჟიმში, მაუწყებლობა როგორც ბოლო დღენახევრის განმავლობაში იყო ჩვენს არხზე, აღარასოდეს გახდება აუცილებელი. ეს იყო ჩვენი პროტესტის უკიდურესი ზომა და მოწოდება , რომ დღეს დაგეგმილ აქციას ყველა შემოერთებოდა“, - აღნიშნა „კურიერის“ წამყვანმა. 

„რუსთავი 2“ და ტელევიზიის ვებგვერდი საპროტესტო მაუწყებლობის რეჟიმში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.