თურქეთში სირიელი ჟურნალისტი მოკლეს

სირიელი ჟურნალისთი ზაჰირ ალ შურქათი მოკლეს კვირას თურქულ ქალაქში გაზიანტეპ. ე.წ. ისლამურმა სახელმწიფო ჯგუფმა აიღო მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, ეს ბოლო 6 თვის განმავლობაში, თურქეთში სირიელი ჟურნალისტის მკვლელობის მეოთხე შემთხვევაა.
36 წლის ჟურნალისტი სირიის საზღვართან თავში გასროლით მოკლეს. აღნიშნული ინციდენტი ვიდეო კამერამ დააფიქსირა.
ალ-შურქათი სირიის ონლაინ მაუწყებლობაზე "ალეპო თუდეი" მუშაობდა. მან არაერთი ინტერვიუ ჩაწერა შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერებთან.