- ავტორი: Super User
- კატეგორია: Main
- გადასვლები: 16172
“ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” “საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციაზე” დაყრდნობით განცხადებას ავრცელებს
მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჟურნალისტური გაერთიანება “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” (www.ifj.org) გმობს საქართველოში პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეშ ქმედებებს.
“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციაზე” დაყრდნობით (www.iagj.org.ge), რომელიც საქართველოში წარმოადგენს “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას”, ის ინფორმაციას ავრცელებს საკუთარ ვებ-გვერდზე და აცხადებს, რომ საქართველოში ჟურნალისტებს ძალადობრივი მეთოდებით დაატოვებინეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია და საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დაშავდა ათზე მეტი ჟურნალისტი.