პრემიერი „რუსთავი 2“-ზე: „ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში აბსოლუტურად გამორიცხულია“
„ჩვენთვის მთავარი პრინციპი არ იცვლება – ეს არის მედიის თავისუფლება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში აბსოლუტურად გამორიცხულია და ყველას მოვუწოდებ, დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოს მიეცეს საშუალება, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მხარეებს ექნებათ უფლება და საშუალება, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდ და სტაბილურ გარემოს ყველგან და არც ერთ მხარეს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის საშუალებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.